ნინო კალანდაძეს ისრაელის ახალმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
ნინო კალანდაძეს ისრაელის ახალმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
10:38 24.08.2012
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლადდანიშნული ელჩი იუვალ ფუქსი მიიღო.

ფუქსმა კალანდაძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

ბეჭდვა