"თავისუფალ ასოციაციათა კავშირის" წარმომადგენლები ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
მიმდინარე წლის 20 თებერვალს, საქართველოს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა კომისიას თხოვნით მიმართა, სარეფერენდუმოდ რეგისტრაციაში გაეტარებინა საქართველოს მოქალაქეთათვის უმუშევრობის პერიოდში შემწეობის დანიშვნის საკითხი. კომისიამ საკითხის განხილვის შემდეგ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა.
როგორც მოქალაქეთა გაერთიანების წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება უკანონოა და "თვისუფალ ასოციაციათა კავშირის" წარმომადგენლები თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მის გასაჩივრებას აპირებენ.
