დაჩი ბერაია: ვარ მოლოდინის რეჟიმში, რომ თავისი უგუნური საქციელი გამოასწორონ
დაჩი ბერაია: ვარ მოლოდინის რეჟიმში, რომ თავისი უგუნური საქციელი გამოასწორონ
18:11 18.10.2019
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ჩემს მეუღლეზეც მიუთითა, რომ საჯარო სექტორში მუშაობს. მე და ჩემი მეუღლე 13 წელია უკვე ცოლ-ქმარი ვართ და სანამ დავქორწინდებოდით, მანამდეც ბანკში მუშაობდა და დღემდე უწყვეტად ბანკში მუშაობს. ჩემთვის არ დაურეკავთ და ბოდიში არ მოუხდიათ ბატონი დიმიტრი ხუნდაძისგან განსხვავებით, მიუხედავად იმისა, რომ მე მათ ამ შეცდომის შესახებ მივუთითე. იმედი მაქვს, მონახავენ გონივრულ ფორმას თავიანთი შეცდომის გამოსწორების, ვარ მოლოდინის რეჟიმში, რომ თავისი უგუნური საქციელი გამოასწორონ“, - განაცხადა დაჩი ბერაიამ.




ბეჭდვა