ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა
ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა
19:33 17.10.2019
„ჩვენ გვაქვს მხარდაჭერა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებაში, რომელიც დემოკრატიის ხარისხს და ადამიანის უფლებების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამართული შეხვედრის კომენტირებისას.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შედგა იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში, კერძოდ: სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესთან დაკავშირებით.
ბეჭდვა