„ქართული ოცნების“ მორიგი აქცია ამბროლაურში 27 აგვისტოს გაიმართება
„ქართული ოცნების“ მორიგი აქცია ამბროლაურში 27 აგვისტოს გაიმართება
18:43 23.08.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ მორიგ აქციას რაჭაში, ამბროლაურში გამართავს.

როგორც კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ღონისძიება 27 აგვისტო, 18:00 საათზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე შედგება.

ანალოგიური აქციები „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, ოზურგეთში, მცხეთასა და რუსთავში უკვე გამართა.

ბეჭდვა