არჩილ თალაკვაძე რიჩარდ ტიბელსს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე რიჩარდ ტიბელსს შეხვდა
12:16 16.10.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსს რიჩარდ ტიბელსს და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს პარლამენტის როლზე და მზარდ ინსტიტუციურ შესაძლებლობებზე. აღინიშნა, რომ ახალი რეგლამენტით გათვალისწინებულმა მექანიზმებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პარლამენტის როგორც კანონშემოქმედებითი, ისე საზედამხედველო ფუნქციები და პოლიტიკური პროცესი უფრო აქტიური გახადა.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების ვითარებას. რიჩარდ ტიბელსმა არჩილ თალაკვაძეს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.


ბეჭდვა