საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ
ვაჟა-ფშაველას მე-4 კვარტლის და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მცხოვრებ ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, შეხვედრები დიალოგის რეჟიმში წარიმართა, ხოლო ძირითად პრობლემად აღნიშნული უბნების მოსახლეობამ უმუშევრობა, მძიმე სოციალური ფონი და ქვეყანაში
გაბატონებული უსამართლობა დაასახელა.
„მთავარია, სამართლიანობა აღდგეს, კანონი ემსახუროს ხალხს და არა ხელისუფლებაში ნამყოფ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარ თავზე მოირგეს კანონმდებლობა, როდესაც ქვეყანაში ასეთი უსამართლობაა, შეუძლებელია შემდგომ განვითარებაზე ფიქრი“ – აღნიშნა შავგულიძემ.
მისი თქმით, მთავარი სამართლიანობის დამყარებაა და შემდეგ ყველა პრობლემა თანმიმდევრულად მოგვარდება.
