იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრი ადგილობრივ თვითმართველობებში ელექტრონული მმართველობის სისტემის დანერგვას იწყებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს სასტუმრო "ქორტიარდ მარიოტში" სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა.
სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობა სოფლიდან გაუსვლელად შეძლებს მიიღოს თვითმმართველობის ყველა და ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა მომსახურება.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში სოფლებში სპეციალური ცენტრები გაიხსნება. სოფლის განვითარების ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება უფასო ინტერნეტი, ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს გადახდის აპარატით, კომპიუტერით და შეხვედრების ოთახით.
ცენტრების გახსნა შემოდგომიდან დაიწყება, პირველად მსგავსი განვითარების ცენტრი ხაშურის, გურჯაანისა და სართიჭალის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში მოეწყობა.
