ნინო გურიელი ბაგებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
ნინო გურიელი ბაგებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
15:37 23.08.2012
„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნინო გურიელმა ბაგებში დევნილთა დასახლება მოინახულა.

„ქდმ“-ს პრესსამსახურის ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრისას რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი წყლის სისტემის გაუმართაობაა, რაც ადგილობრივებს აწუხებთ.

გურიელმა მოსახლეობას „ქრისტიან - დემოკრატების“ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო, პარტიის პრიორიტეტებზე ისაუბრა და ადგილობრივებს განუმარტა, თუ როგორ აპირებს „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა“გამარჯვების შემთხვევაში სამართლიანი ტარიფების დაწესებას.

ბეჭდვა