ზურაბ აბაშიძე ქიზიყის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
ზურაბ აბაშიძე ქიზიყის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
15:24 23.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე აფრიკის დასახლებაში ქიზიყის ქუჩაზე  მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

მაჟორიტარობის კანდიდატმა დევნილებს „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის, განათლებისა და დასაქმების პროგრამები გააცნო.

„სამწუხაროა, რომ მთავრობას და „ნაციონალურ მოძრაობას“ დევნილები მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდებათ“ - განაცხადა აბაშიძემ და დევნილებს მაჟორიტარად არჩევის შემთხვევაში, სრული დახმარება აღუთქვა.

მაჟორიტარმა კანდიდატმა შეხვედრაზე მოსახლეობის შეკითხვებსაც უპასუხა.


ბეჭდვა