გიგი უგულავა მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილს სახელოსნოში ეწვია
გიგი უგულავა მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილს სახელოსნოში ეწვია
14:46 23.08.2012
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგი უგულავა და დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ჩაჩანიძე, ცნობილ მოქანდაკეს მერაბ მერაბიშვილს სახელოსნოში ეწვივნენ და მისი ნამუშევრები დაათვალიერეს.

მერაბ მერაბიშვილს მნიშვნელოვანი ძეგლები აქვს შექმნილი, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ და აქტიურ შემოქმედებით პროცესს განაგრძობს.

მოქანდაკესთან შეხვედრის შემდეგ, გიგი უგულავა დიდუბეში აგლაძის ქუჩაზე რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მნიშვნელოვან სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

ბეჭდვა