„თავისუფალი საქართველო“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მომავალ კვირაში დაასახელებს
„თავისუფალი საქართველო“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მომავალ კვირაში დაასახელებს
14:14 23.08.2012
კოალიცია „თავისუფალი საქართველო“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მომავალ კვირაში დაასახელებს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, ასევე, მომავალ კვირას გახდება ცნობილი კოალიციის პარტიული სია. კოალიციაში  „თავისუფალი საქართველო“, „ტრადიციონალისტთა კავშირი“ და „თეთრები“ შედიან.

მისივე თქმით, ხვალ სამეგრელოს, ზეგ კი, გურიისა და იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დასახელდებიან.

კუკავას განცხადებით, მათ მიერ წარდგენილი კანდიდატები რეალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან და 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილს გამარჯვებას არ მიულოცავენ.

„ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება მხარი დავუჭიროთ „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარ კანდიდატს ზაზა პაპუაშვილს. მზად ვართ, სხვა კანდიდატებზეც შევთანხმდეთ ოპოზიციასთან. მე პირადად მზად ვარ „ქართული ოცნების“ ლიდერს შევხვდე. მთავარია, „ქართული ოცნებაც“ ჩამოყალიბდეს, რომ ოპოზიციას შორის აუცილებელია თანამშრომლობა და არა დაპირისპირება“ - განაცხადა კუკავამ და დასძინა, რომ პაპუაშვილის კანდიდატურისადმი მხარდაჭერა თანამშრომლობის ცალმხრივი ჟესტია, თუმცა, თანამშრომლობა მუდმივად ცალმხრივად ვერ გაგრძელდება.

ბეჭდვა