„ლეიბორისტები“ ივანიშვილს სააკაშვილის დაფინანსებაში ადანაშაულებენ
„ლეიბორისტები“ ივანიშვილს სააკაშვილის დაფინანსებაში ადანაშაულებენ
14:02 23.08.2012
„ლეიბორისტები“ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს სააკაშვილის საარჩევნო ფონდის შევსებაში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსება შეწყვიტოს.

როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა განაცხადა, ივანიშვილი არ მალავდა, რომ წლების მანძილზე აფინანსებდა „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ „არც ერთხელ მას ნაცმოძრაობისთვის იმდენი ფული არ გადაურიცხავს, რაც წელს“.

„არჩევნებამდე დარჩენილია თვენახევარი და სააკაშვილის საარჩევნო ფონდი უკვე შევსებულია 128 მლნ ლარით, ფულის ჩარიცხვები კვლავ გრძელდება“ - განაცხადა შატბერაშვილმა.

მისი თქმით, „ლეიბორისტები“ ივანიშვილისგან მოითხოვენ არჩევნებამდე მაინც შეწყვიტოს სააკაშვილის დაფინანსება.

ბეჭდვა