არჩილ თალაკვაძე: აზარტულ თამაშებს სჭირდება ისეთი რეგულირება, რომ დაცული იყვნენ არასრულწლოვნები და დაცული იყოს ჩვენი საზოგადოება
არჩილ თალაკვაძე: აზარტულ თამაშებს სჭირდება ისეთი რეგულირება, რომ დაცული იყვნენ არასრულწლოვნები და დაცული იყოს ჩვენი საზოგადოება
12:16 08.10.2019
„აზარტული თამაშები არის სოციალური პრობლემა, რომელსაც კომპლექსური მიდგომა და დარეგულირება სჭირდება ისე, რომ დაცული იყვნენ არასრულწლოვნები და დაცული იყოს ჩვენი საზოგადოება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ პრობლემასთან კომპლექსური მიდგომაა საჭირო - განათლება, ახალგაზრდების დასაქმება, სპორტი, სამართალდამცავი კომპონენტი, ფსიქოლოგიური დახმარება და ეკლესიის მონაწილეობა.


ბეჭდვა