საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საქართველოში გაეროს ბავშვთა
ფონდის (UNICEF) ახლადდანიშნულ წარმომადგენელთან, ღასან ხალილთან შეხვედრა გამართა და ბავშვის უფლებათა დაცვის სფეროში პარლამენტის ძირითადი გეგმები განიხილა. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, შეხვედრას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე ესწრებოდა.
შეხვედრაზე ასევე, განხილული იქნა საქართველოში UNICEF-ის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა პარლამენტსა და ფონდს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის ასპექტები განისაზღვრა.
მხარეებმა ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ამ მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ საკანონმდებლო სიახლეებსა და რეფორმებზე ისაუბრეს, ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაერო-ს ბავშვთა ფონდის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.
