ბაქარაძე - ინვესტორების მოზიდვა სახელმწიფოს ამოცანაა
ბაქარაძე - ინვესტორების მოზიდვა სახელმწიფოს ამოცანაა
12:54 02.03.2012
საქართველოს სახელმწიფოს ამოცანაა ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ინვესტორი და უცხოელი ბიზნესმენი მოიზიდოს.  აღნიშნული განცხადება პარლამენტის თამჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს ქართულ-უკრაინული ბიზნესფორუმის გახსნისას გააკეთა.
მისი შეფასებით, უკრაინიდან მასშტაბური დელეგაციის ჩამოსვლა საქართველოში მნიშვნელოვანი ფაქტია.
"იმედია, ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში, უკრაინელი ბიზნესმენები ქართველ კოლეგებთან საერთო ენის მოძებნას შეძლებენ. ჩვენ მივესალმებით ინვესტიციებს, ინვესტორებს. ნებისმიერი ინვესტიცია ნიშნავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას", - განცხადა ბაქარაძემ.
ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ ბიზნეს ფორუმი კონკრეტული შედეგებით დასრულდება, რომელიც მომგებიანი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის.
ოდესის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, დელეგაციაში ეკონომიკის სხვადასხვა სფეროდან ათობით ბიზნესმენი შედის.


ბეჭდვა