ცოტნე ზურაბიანის განცხადებით, სპორტის სამინისტროში თანხები არამიზნობრივად იხარჯება
ცოტნე ზურაბიანის განცხადებით, სპორტის სამინისტროში თანხები არამიზნობრივად იხარჯება
10:55 23.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ცოტნე ზურაბიანი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსგან ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს.

როგორც „ნიუსპრესს“ ცოტნე ზურაბიანმა განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის სპეციალური განცხადება მოამზადა, რომელსაც უწყებაში დღეს შეიტანს.

„გვაქვს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ სამინისტროში არსებული თანხები არამიზნობრივად იხარჯება“ - განაცხადა ზურაბიანმა და დასძინა, რომ ხარჯვასთან დაკავშირებით მიღებულ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია საზოგადოებას დეტალურად გააცნობს.


ბეჭდვა