კამპანია "ეს შენ გეხებას" ორგანიზატორი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მრგვალი მაგიდა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარეობს.
შეხვედრის მონაწილეები საარჩევნო კანონმდებლობაში შესატრან ცვლილებეთა პაკეტს ეცნობიან.
შეხვედრის პირველ ნაწილში საკანონმდებლო წინადადებების ავტორები არსებული კანონმდებლობით დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრებენ და დეტალურად წარმოადგენენ საკუთარ წინადადებებს. მეორე ნაწილში კამპანიის მონაწილე ორგანიზაციები სპეციალურ მიმართვას გაავრცელებენ.
მიმართვაში ისინი არჩევნების მონიტორინგის მიზნით საქართველოში სპეციალური დამკვირვებლის გამოგზავნას მოითხოვენ.
