მთავრობის ადმინისტრაციას ნათია მეზვრიშვილი უხელმძღვანელებს
მთავრობის ადმინისტრაციას ნათია მეზვრიშვილი უხელმძღვანელებს
19:43 02.10.2019
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი უხელმძღვანელებს.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ვინ შეცვლის ნათია მეზვრიშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე, ჯერჯერობით უცნობია.

ბეჭდვა