დიმიტრი ხუნდაძე: 2012 წლის პირველ ოქტომბერი - ეს იყო ბრძოლის ველი, ეს იყო ურთულესი და მაღალი რისკის შემცველი არჩევნები
დიმიტრი ხუნდაძე: 2012 წლის პირველ ოქტომბერი - ეს იყო ბრძოლის ველი, ეს იყო ურთულესი და მაღალი რისკის შემცველი არჩევნები
00:40 02.10.2019
"2012 წლის პირველ ოქტომბერი - ეს იყო ბრძოლის ველი, ეს იყო ურთულესი და მაღალი რისკის შემცველი არჩევნები"- აღნიშნული განცხადება ჯანმრთლობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „პირისპირ“ გააკეთა.

მან „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ჯანდაცვის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

• საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მიღწეული იქნა ის, რომ ადამიანი ქუჩაში აღარ იღუპება.

• უკვე გავზარდეთ წამლით უზრუნველყოფის პროგრამა 10-დან 20-მდე მილიონამდე. ეტაპობრივად მოვახდენთ ქრონიკული დაავადებების და ასევე, შემდეგი ეტაპი იქნება სხვა დაავადებებისათვის საჭირო პრეპარატებით უზრუნველყოფა, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

• ცე ჰეპატიტის პროგრამით ჩვენ მსოფლიო ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდით, რადგან ეს არის პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თავის მოქალაქეებს ამ პროგრამას სთავაზობს ამერიკელი მეგობრების დახმარებით.

• მშობიარობის დაფინანსების პროგრამა. ეს იმ ქვეყნისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რომელსაც აქვს დემოგრაფიული პრობლემები. „

„2003 წლიდან 3500-დან თითქმის 25 ათას მიაღწია პატიმართა რაოდენობამ. აქ რეპროდუქციული ასაკი იყო თითქმის 60- 70%. ეს იყო პირდაპირი გენოციდი საკუთარი მოსახლეობის წინაშე. ჩვენ ამ პროგრამებს დავუპირისპირეთ ერთი ის რომ საპატიმრო პროგრამები შევცვალეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და ასევე, შობადობის წამახალისებელი პროგრამა შემოვიტანეთ. დემოგრაფია ეს არ არის მხოლოდ შობადობისა და სიკვდილიანობის თვლა. ეს არის სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხი. ჩვენ შემოვიტანეთ პროგრამა რომელიც მუშაობს 2014 წლიდან - ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვის დაფინანსება იმ კრიზისულ რეგიონებში, სადაც ჯერ კიდევ სიკვდილობა სჭარბობს შობადობას. ბარში 150 და მთაში 200 ლარის ოდენობით სანამ ბავშვი არ გახდება 2 წლის““, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

• მთის კანონი ეს არის მთის გადარჩენის და პრაქტიკულად ქვეყნის ყველაზე კრიზისული მიმართულების ხსნის პროგრამა.

„მთაში სოციალური პროგრამასთან ერთად, წავახალისეთ მეწარმეებიც, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები თუ მეწარმე მთის სტატუსის მქონე რეგიონში შექმნის საწარმოს ის თავისუფლდება მოგებისა და ქონების გადასახადისაგან 10 წლის ვადით“-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

• ომში დაღუპულთა ოჯახებს დახმარების სახით 1000 ლარიანი ყოველთვიური დახმარება მივეცით. „რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი, ეს არ არის კომპენსაცია იმ ზიანისა, რაც ამ ოჯახებმა მიიღეს მაგრამ ეს არის სახელმწიფოს დამოკიდებულება იმ საკითხის მიმართ რაც არის ყველაზე მაღალი მნიშვნელობის და პრაქტიკულად ქვეყნის ღირსების საკითხი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​
ბეჭდვა