პარლამენტის სხდომა 20 წუთით გვიან დაიწყო
პარლამენტის სხდომა 20 წუთით გვიან დაიწყო
12:19 02.03.2012
პარლამენტის სხდომა დღეს 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო და რეგისტრაცია 76-მა დეპუტატმა გაიარა.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქარაძის განცხადებით, მანდატურის ინფორმაციით, სხდომათა დარბაზში იმაზე ნაკლები დეპუტატი იჯდა, ვიდრე რეგისტრაციამ დააფიქსირა. დარბაზში რეალურად 57 დეპუტატი იყო, ამდენად, 19 დეპუტატის მანდატი არასწორად გამოყენებული აღმოჩნდა.
ამის გამო, პარლამენტის სხდომაზე 10 წუთიანი შესვენება გამოცხადდა. სხდომა 11.00 საათზე უნდა დაწყებული.

ბეჭდვა