სოფიო ქაცარავა ევროპარლამენტის ყოფილი წევრების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
სოფიო ქაცარავა ევროპარლამენტის ყოფილი წევრების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
17:43 30.09.2019
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა ევროპარლამენტის ყოფილი წევრების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

სოფიო ქაცარავამ შეხვედრაზე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ხედვა წარადგინა, რომელიც პირველ რიგში, საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციას გულისხმობს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რიგ საკითხებთან ერთად, ისაუბრა საქართველოს უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე, რეგიონის სტაბილურობის საკითხებზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზნებზე, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის დინამიკასა და საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური რეფორმაზე.

„ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან და გვაქვს საგარეო პოლიტიკის თანმიმდევრული სტრატეგია, რაც ხელშესახებ შედეგებში გამოიხატება“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
ბეჭდვა