„ქართული ოცნება“ 29 სექტემბერს თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მერიისგან პასუხს 5 დღეში ელოდება
„ქართული ოცნება“ 29 სექტემბერს თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მერიისგან პასუხს 5 დღეში ელოდება
16:47 22.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნება“ 29 სექტემბერს თბილისში დაგეგმილ მანიფესტაციასთან დაკავშირებით თბილისის  მერიისგან პასუხს 5 დღეში ელოდება.

როგორც კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, 29 სექტემბრისთვის ქალაქში არანაირი ღონისძიება არ არის დაგეგმილი, შესაბამისად, მერიას მანიფესტაციის ჩატარებაზე უარის თქმის მიზეზი არ აქვს.

კოალიციამ აღნიშნულთან დაკავშირებით მერიას გუშინ მიმართა. „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის დასრულებას სწორედ 29 სექტემბრის აქციით გეგმავს.


ბეჭდვა