ლევან ნიკოლეიშვილი: ის სკანდალი გამახსენდა, ჯეჯელავა-ქუმსიშვილის ტანდემი რომ ფიგურირებდა ჭუტასთან ერთად
ლევან ნიკოლეიშვილი: ის სკანდალი გამახსენდა, ჯეჯელავა-ქუმსიშვილის ტანდემი რომ ფიგურირებდა ჭუტასთან ერთად
17:34 28.09.2019
ხაზარაძე ამბობს, რომ "ტვ პირველის" ქეისი გამოგონილიაო და ის სკანდალი გამახსენდა, ჯეჯელავა-ქუმსიშვილის ტანდემი რომ ფიგურირებდა ჭუტასთან ერთად,- ამის შესახებ ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"საოცარი ამბები ხდება - ბატონი ხაზარაძე ამბობს, რომ "ტვ პირველის" ქეისი გამოგონილიაო და ის სკანდალი გამახსენდა, ჯეჯელავა-ქუმსიშვილის ტანდემი რომ ფიგურირებდა ჭუტასთან ერთად. მაგრად დავიბენი, ბატონო მამუკა. ეგენიც თქვენ ხომ არ მიაგზავნეთ მაშინ? ამ ეფემერულ ლაპარაკს არ ჯობია, ბარემ ყველაფერი ითქვას?! რა ვიცი" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.


ბეჭდვა