გარდაცვლილი ლუიზა შაკიაშვილის ხსოვნას პარლამენტმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო
გარდაცვლილი ლუიზა შაკიაშვილის ხსოვნას პარლამენტმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო
12:17 02.03.2012
ქართველი დისიდენტის ლუიზა შაკიაშვილის ხსოვნას დღეს პარლამენტში პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.
ედპ-ს წევრის გურამ ჩახვაძის განცხადებით, ლუიზა შაკიაშვილი იყო ცნობილი ქართველი დისიდენტი, პატრიოტი, რომელიც საბჭოთა რეჟიმთან დაპირისპირების გამო ბევრჯერ აღმოჩნდა ციხეში.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძისთქმით, ლუიზა შაკიაშვილის გარდაცვალების სამწუხარო ფაქტი საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა გუშინ შეიტყვეს.
ბაქრაძის შეფასებით, შაკიაშვილი ერთ-ერთი თვალსაჩინო ადამიანი და დისიდენტური მოძრაობის გამორჩეული ფიგურა იყო.

ბეჭდვა