პარტია „ახალი მემარჯვენეები“ მთავრობას მოუწოდებს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ახალი საწარმოების ასამოქმედებლად
გზები გამოძებნოს. ამის შესახებ „მემარჯვენეების“ სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან ბუაძემ დღეს სამტრედიის ყოფილი საკონსერვო კომბინატის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სამტრედიის რაიონს აქვს დიდი პოტენციალი ხილისა და ბოსტნეულის ნედლეულის საწარმოებლად. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი საკონსერვო კომბინატი პრივატიზებულია, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს მისი ამოქმედებისთვის, დაეხმაროს ინვესტორის მოძიებაში და პროდუქციის ექსპორტის უზრუნველყოფაში“ – აღნიშნა ბუაძემ.
მისივე შეფასებით, საქართველოში უმუშევრობა უმნიშვნელოვანესი პრობლემაა და ხალხს საწარმოები დაასაქმებს და არა დასაქმების სამინისტრო.
