გიგი უგულავამ და ანდრო ალავიძემ ჩუღურეთის რაიონში შეხვედრები გამართეს
გიგი უგულავამ და ანდრო ალავიძემ ჩუღურეთის რაიონში შეხვედრები გამართეს
13:50 22.08.2012
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიგი უგულავამ და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი  დეპუტატობის კანდიდატმა ანდრო ალავიძემ ჩუღურეთის რაიონში შეხვედრები გამართეს.

როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, გიგი უგულავამ და ანდრო ალავიძემ აღმაშენებლის გამზირზე #10-ში მდებარე სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერეს.

ამის შემდეგ, უგულავა და ალავიძე მეუნარგიას ქუჩის მოსახლეობას შეხვდნენ და აღნიშნული რაიონის განვითრების პერსპექტივაზე ისაუბრეს.

ბეჭდვა