პარტიები „თავისუფალი საქართველო“, „ტრადიციონალისტთა კავშირი“ და „თეთრები“ ხვალ დედაქალაქის საარჩევნო ოლქების მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს, პარტიები კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ მზად არიან რეალურ ოპოზიციურ ძალებთან ერთიან მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმდნენ.
პარტიებს მიაჩნიათ, რომ ასეთ შემთხვევაში არჩევნებზე ოპოზიციას შორის ხმების გაყოფა გამოირიცხება, რადგან სახელისუფლებო პარტიის კანდიდატს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი დაუპირისპირდება.
