ალექსანდრე ხვთისიაშვილი გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა
 ალექსანდრე ხვთისიაშვილი გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა
18:56 26.09.2019
26 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (FAO), აშშ-ის, ევროპის, აფრიკის, აზიის, ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ ამერიკის წარმომადგენლობით დელეგაციასთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ორგანიზაციასთან საქართველოს არსებული და მომავალი თანამშრომლობის ფართო სპექტრი მიმოიხილეს.

აღინიშნა, რომ FAO მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების მხრივ, რასიც დიდი წვლილი შეაქვს ორგანიზაციის ტექნიკური დახმარების პროგრამებს. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა FAO-ს წარმომადგენლებს, მათ შორის აშშ-ს და ევროკავშირის დელეგაციებს უკვე გაწეული და მომავალში დაგეგმილი დახმარებისათვის.

თავის მხრივ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში განხორციელებული რეფორმები და ამ მხრივ საქართველო დაასახალეს, როგორც სამაგალითო ქვეყანა.​







ბეჭდვა