„ლეიბორისტული პარტია“ ხელისუფლებას და მის „სატელიტურ პარტიებს“ მოუწოდებს გამოაქვეყნონ ე.წ საზაფხულო დეკლარაციები - თუ სად ისვენებდნენ
მათი ოჯახის წევრები.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა, მაშინ, როცა მსოფლიოს ფეშენებელურ უძვირეს კურორტებზე „ხელისუფლებისა და ვაი ოპოზიციის წევრები ისვენებდენ და ნებივრობდნენ“, „ლეიბორისტული პარტიის“ ხელმძღვანელობასა და მათი ოჯახის წევრებს თანამოქალაქეთა მსგავსად არსად დაუსვენიათ.
ამის დასტურად მან „ლეიბორისტული პარტიის“ წევრების „საზაფხულო დეკლარაცია“ წარადგინა.
„ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გამოაქვეყნონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად ისვენებდნენ მათი მეუღლეები, შვილები სიდედრები, სიმამრები ზაფხულში და რამდენი მილიონი დაუჯდათ საზაფხულო განცხრომა მსოფლიო კურორტებზე“ - განაცხადა გუგავამ.
