„თავისუფალმა დემოკრატებმა“ ეუთოს პარტიის აქტივისტებზე ზეწოლის შესახებ დოკუმენტური მასალა გადასცეს
„თავისუფალმა დემოკრატებმა“ ეუთოს პარტიის აქტივისტებზე ზეწოლის შესახებ დოკუმენტური მასალა გადასცეს
12:22 22.08.2012
„ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებმა ეუთოს დელეგაციას პარტიის აქტივისტებზე ზეწოლის ამსახველი დოკუმენტური მასალა მიაწოდეს.

როგორც ეუთოს დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის საერთაშორისო მდივანმა დავით ზალკანიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეუთო ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება როგორც გრძელვადიანი ისე მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ამის გათვალისწინებით, შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო.

„ეუთოს დელეგაციას დეტალურად გავაცანით წინასაარჩევნო სიტუაცია, გასაკუთრებით კი, ხაზი გაესვა ფინანსური ანგარიშების დაყადაღების საკითხს. რეგიონებში ჩვენს აქტივისტებზე ზეწოლისა და მედიახელმისაწვდომობის თემებს“ - განაცხადა ზალკანიანმა.

მისივე თქმით, დელეგაციის წევრებს დეტალურად გააცნეს ქვეყანაში შექმნილი ვითარება სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების კონტექსტში.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია თბილისს 19 აგვისტოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მათ შეხვედრები გამართეს, როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.

ბეჭდვა