საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ მოსამართლეობის კანდიდატს შოთა გეწაძეს კითხვით-რას ნიშნავს ობიექტური მოსამართლე? მიმართა.
"ბევრ კონტექსტში არის ხოლმე საუბარი, რომ ობიექტურობა არის ერთ-ერთი წამყვანი თემა სასამართლოს პროცესში. ზოგადად ყველა ადამიანს ობიექტური გონია საკუთარი თავი და პრობლემა სწორედ იქ იწყება ხოლმე, როდესაც ორი ასეთი ადამიანი ერთმანეთთან კამათში შედიან. თქვენი გაგებით როგორია ობიექტური მოსამართლე?".
მიღებული პასუხის შემდეგ, სადაც კანდიდატმა განმარტა, რომ ობიექტურია მოსამართლე, რომელიც არც ერთ მხარეს არ ემხრობა და მედეგია გარე ფაქტორების მიმართ, რომან კაკულია დაინტერესდა - თავისი განვლილი გზა რამდენად აძლევს კანდიდატს ამის განცხადების საშუალებას.
