წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალის არაკანონიერად გამოყენების ფაქტზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გურჯაანის რაიონის სოფელ
ჩალაუბნის რწმუნებული 1000 ლარით დაჯარიმდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
16 აგვისტოს მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია ჩალაუბანში, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის და სპეციალისტების სამუშაო ოთახებში, კედლებზე განთავსებული „ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო მასალების შესახებ.
აღნიშნული საკითხზე უწყებათაშორისმა კომისიამ იმსჯელა და რეაგირებისთვის ინფორმაცია ცესკოს მიაწოდა.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის საფუძველზე მიიღო.
გარდა ამისა, საქალაქო სასამართლო წარმოებაშია რუსთავის მერიის სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელის საქმე, რომლის სამუშაო ოთახში განთავსებული იყო ბეჭდვითი სააგიტაციო მასალები.
აღნიშნულ საკითხზე რეაგირება უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციის შედეგად განხორციელდა.
