საქართველოს პრეზიდენტი ურეკს ესტუმრა და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილთან
ერთად, ახალი ბულვარი დაათვალიერა.
მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივებსა და დამსვენებლებსაც გაესაუბრა და მათ უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.
პრეზიდენტის თქმით, რეგიონის კეთილმოწყობა ახალი ბიზნესის განვითარებას და ხალხის დასაქმებას შეუწყობს ხელს.
„ურეკის მთავარი პრობლემა იყო საშინელი წყალკანალიზაცია, უგზოობა, გაუნათებლობა და მოუწყობლობა. ფაქტობრივად, სრულიად ველური სიტუაცია იყო. ახლა გურიას გაუჩნდა მაგარი ბახმარო, ურეკი კი, წელს და მომავალ წელს წარმოუდგენლად კარგი გახდება. ყველაფერი გაქვთ უკვე - მთის და ზღვის კურორტები“-აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტი ხალხს დაპირდა, რომ მომავალ წელს ურეკი უფრო მეტად განვითარდება.
ხელისუფლება სამომავლოდ ურეკის ბულვარის გაფართოებას გეგმავს.
