საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუას დღეს ნინოწმინდის კულტურის ცენტრში, კულტურის
სფეროს წარმომადგენლებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას მინისტრთან ერთად, პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნულ უმცირესობებთან ურთიერთობის საკითხებში ვან ბაიბურთი და სომხური დიასპორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ნინოწმინდის კულტურის ცენტრში „თანამედროვე სომხური პოეზიის ანთოლოგიისა“ და ნაჰაპეტ ქუჩაკის წიგნის თარგმანის „ას ერთი ჰაირენი“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც თავად ავტორი გივი შაჰნაზარი წარუძღვება.
წიგნები ნინოწმინდის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცემა. წიგნებთან ერთად, ნიკოლოზ რურუა ნინოწმინდის ბიბლიოთეკას ეროვნული უმცირესობების კულტურის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, კომპიუტერებს გადასცემს.
