მიხეილ სააკაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდება
მიხეილ სააკაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდება
09:41 22.08.2012
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკარდო მილიორი დღეს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტის ბოლო დღეს შეხვედრებს ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის თბილისის ოფისის ხელმძღვანელთან ლუის ნავაროსთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან - „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა”, „სუფთა პოლიტიკა”, „ევროპული საქართველო” და „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ წარმომადგენლებთან გამართავს.

დღესვე, ეუთოს დელეგაცია პარტია ,,ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ და „ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენლებს შეხვდება.

დღის მეორე ნახევარში კი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკარდო მილიორი შეხვერდას პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან გამართავს.

ეუთო-ს დელეგაცია თბილისში 19 აგვისტოს ჩამოვიდა და ვიზიტის ფარგლებში 20 აგვისტოს უკვე შეხვდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს, საარჩევნო სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარეს მამუკა კაციტაძეს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ნერმინ ნისიჩს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენებს, ასევე, ტელეკომპანია „მეცხრე არხისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებს. ხოლო 21 აგვისტოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ შეხვედრები ოპიზიციასთან, უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო ჯგუფისა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან გამართა.

ბეჭდვა