მცხეთაში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს
მცხეთაში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს
15:36 22.09.2019
13:00 საათზე დაიწყო საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა მცხეთაში.

განხილვის მთავარი თემა მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებებია. ამ ცვლილებების მიხედვით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატით მიმდინარეობს.

დისკუსიაში მონაწილეობენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ოპოზიციური პარტიები და მესამე სექტორი.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა 11 ქალაქშია დაგეგმილი. 17:00 საათზე განხილვა გორშიც ჩატარდება.


ბეჭდვა