საქართველოს პრეზიდენტი კახეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც სტიქიით დაზარალებული სოფლები - კაკაბეთი, ჩუმლაყი და ლელიანი მოინახულა.
მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და მათ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო გეგმა გააცნო.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, სახელმწიფოს მთავარი ამოცანა ხალხის გასაჭირიდან გამოყვანა და მათთვის კონკრეტული დახმარების აღმოჩენაა.
კახეთში სააკაშვილმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის სხდომა მოიწვია და ხელისუფლების წარმომადგენლებს შესაბამისი დავალებები მისცა.
პრეზიდენტმა მათთან რთველის საკითხიც განიხილა და აღნიშნა, რომ ქარხნებს მოსახლეობისგან ყურძნის ჩაბარების განკარგულება უკვე მიღებული აქვთ. მისი თქმით, სტიქიის მიუხედავად, წელს სანიმუშო რთველი უნდა გაიმართოს.
