კოალიცია „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი თეა წულუკიანი ცქიტიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს
შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
წულუკიანის განცხადებით, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ნაძალადევშიც მოსახლეობის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, მისივე თქმით, არაეფექტურად მუშაობს სოციალური დახმარების პროგრამები.
„ამ რაიონის წარმომადგენელი პარლამენტში შევარდნაძის დროიდანაა ჩარჩენილი და თუ რამე გაუკეთებია, მხოლოდ თავისიანებისთვის. ჩემიანების და სხვისიანების დრო უნდა დამთავრდეს, მე ვიქნები ნებისმიერის პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერის წარმომადგენელი პარლამენტში და დავიცავ ყველას უფლებებს“ - განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრაზე წულუკიანმა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა შეკრებილებს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამა დეტალურად გააცნო, რომელიც ხელმისაწვდომ განათლებას, ჯანდაცვას და უმუშევრობის დაძლევას ითვალისწინებს.
