ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ცესკო-ს კანონის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ცესკო-ს კანონის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს
17:35 21.08.2012
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია სამართლისა და კანონის პრინციპებს უხეშად არღვევს  და საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ამ განცხადებას ცესკო-ს 20 აგვისტოს გადაწყვეტილების შეფასებისას აკეთებს.

„ცესკო-ს გადაწყვეტილება შერჩევითი სამართლის პრინციპებით არის ნაკარნახევი და დისკრიმინაციულია. ცესკო, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს, სამართლიან არჩევნებს ვერ უზრუნველყოფს“ – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ამასთანავე, ადვოკატები აღნიშნავენ, რომ ცესკო-ს გადაწყვეტილება არ ემსახურება შექმნილი პოლიტიკური ვითარების ნორმალიზებას და „ლეგიტიმურ მიზანს, მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, რომლითაც ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს”.

ცესკო-მ გუშინ ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნებას“ წილისყრის შედეგად საარჩევნო ნომრად 41 მიანიჭა.

„ქართული ოცნება“ აღნიშნულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს და საარჩევნო ნომრად ბლოკში შემავალი „კონსერვატიული პარტიის“ საარჩევნო ნომრის - 7-იანის გამოყენებას ითხოვს.


ბეჭდვა