პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულები არიან, რომ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ალასანია გახდება.
ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ზუგდიდში როლანდ ახალაიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელების შეფასებისას აღნიშნა.
„ზუგდიდში ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატი ირაკლი ალასანიაა და ორი აზრი არ არსებობს, რომ ზუგდიდს ჩვენ მოვიგებთ“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარ კანდიდატად პარტიის სიის პირველმა ნომერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია წარადგინა.
