ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ერთ-ერთი პრიორიტეტი განათლების სფეროს დაფინანსების გაზრდა იქნება.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განაცხადა, სადაც მოქალაქეების დასმულ კითხვებს პასუხობდა.
რაც შეეხება დასაქმებას, მისი განმარტებით, კოალიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მათ მთავარ ამოცანად მაქსიმალური დასაქმება და შრომის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფაა განსაზღვრული.
ამასთან, ივანიშვილის განცხადებით, ერთ თვეში კოალიციის რაიონული ოფისები მთელი ქვეყნის მასშტაბით ამუშავდება.
ბიძინა ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მალე კოალიციის წევრები ყველა რეგიონის მოსახლებას ერთიან ხედვას გააცნობენ.
"ვიტყვით მხოლოდ იმას, რაც ნამდვილად გაკეთდება და ვიტყვით იმასაც, თუ რამდენ ხანში გაკეთდება" - განაცხადა მან მოსახლეობის კითხვებზე პასუხის გაცემისას.
