საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის
საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რუბენ სადოიანს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სომხეთის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის მიერ უახლოეს მომავალში დაგეგმილი ვიზიტი იყო.
ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა გაცვლითი ვიზიტებისა და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების კავშირების ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას.
