„ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას 29 სექტემბერს თბილისში მანიფესტაციით დაასრულებს
„ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას 29 სექტემბერს თბილისში მანიფესტაციით დაასრულებს
16:35 21.08.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას 29 სექტემბერს, თბილისში აქციით დაასრულებს.

ამის შესახებ ჟურნალიტებს კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.

„არჩევნები 1-ელ ოქტომბერსაა, შესაბამისად, 30 სექტემბერს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ყველანაირი ქმედება იკრძალება, ამიტომ, გადავწყვიტეთ, 29 სექტემბერს საარჩევნო კამპანია თბილისის აქციით დავხუროთ“ - განაცხადა პრესსპიკერმა.

ამასთან, ფანჯიკიძეს იმედი აქვს, რომ აქცია ისეთივე მასშტაბური იქნება, როგორც 27 მაისს იყო.

ბლოკმა „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ თბილისის მერიაში 29 სექტემბერს 02.00 საათიდან 23.00 საათამდე, მანიფესტაციის ჩატარების თაობაზე განცხადება დღეს შეიტანა.


ბეჭდვა