„ქართულმა ოცნებამ“ ეუთოს დელეგაციას მათ წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე მიაწოდა ინფორმაცია
„ქართულმა ოცნებამ“ ეუთოს დელეგაციას მათ წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე მიაწოდა ინფორმაცია
16:18 21.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებმა ეუთოს  საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე დოკუმენტური მასალა მიაწოდეს.

როგორც ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, ეუთო-ს დელეგაციის წარმომადგენლებს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია გააცნეს.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს აინტერესებდათ მოესმინათ მთავარი ოპოზიციური ძალის „ქართული ოცნების“ აზრი, რა ხდება ქვეყანაში არჩევნებამდე 40 დღით ადრე. ასევე, დაინტერესდნენ ყველა დეტალით, რაც მოხდა ივანიშვილის პოლიტიკურ არენაზე გამოსვლიდან დღემდე“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, მსგავს შეხვედრებს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს და ამის მაგალითად მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება დაასახელა, რომელშიც კოალიციის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებია დაგმობილი.

ბეჭდვა