პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ექსპერტს, მეგი ნიკოლსონს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ესაუბრა
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ექსპერტს, მეგი ნიკოლსონს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ესაუბრა
13:45 15.09.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია დამოუკიდებელ საერთაშორისო ექსპერტს, მეგი ნიკოლსონს საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში განსახორციელებელ ღონისძიებებზე ესაუბრა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის შესრულების პრიორიტეტულობას, ადამიანის უფლებათა სამდივნოს მაკოორდინირებელი ფუნქციის და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ბეჭდვა