„ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილს დებატებში ვანო მერაბიშვილთან იწვევს
„ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილს დებატებში ვანო მერაბიშვილთან იწვევს
15:55 21.08.2012
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პრემიერ-მინისტრთან დებატებში პრემიერობის  კანდიდატებს, სიის პირველ ნომერთან კი - ოპონენტების ლიდერებს იწვევს.

ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, წისაარჩევნო პერიოდში, მოქალაქეებს შესაძლებობა ჰქონდეთ, უშუალოდ სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მიერ წარდგენილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებისგან გაიგონ, რა საარჩევნო პროგრამის განხორციელებას გეგმავენ, ან რა პასუხს გასცემენ ქვეყანაში არსებულ საშინაო და საგარეო გამოწვევებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მზად არის მონაწილეობა მიიღოს ამ დებატებში და ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ბატონი ივანიშვილი არ გაექცევა ამ გამოწვევას, დადებითად გამოეხმაურება წინადადებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ მინისტრობის კანდიდატს ვანო მერაბიშვილს დაუპირისპრდება“- განაცხადა თაქთაქიშვილმა.

ბეჭდვა