გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერებად მაია ცქიტიშვილი და თეა წულუკიანი დაასახელა
გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერებად მაია ცქიტიშვილი და თეა წულუკიანი დაასახელა
15:58 13.09.2019
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერები დაასახელა. მისი თქმით, პოსტზე რჩება ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. ასევე ვიცე-პერმიერის თანამდებობაზე დაინიშნა იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი.

"ახალ მინისტრთა კაბინეტში ვიცე-პრემიერები მაია ცქიტიშვილი და თეა წულუკიანი იქნებიან", განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

მისივე განცხადებით, თეა წულუკიანი და მაია ცქიტიშვილი გუნდის ძველი, გამოცდილი წევრები არიან.

"ეს ცვლილება გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს", - აღნიშნა გახარიამ.


ბეჭდვა