თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო“ ქარხანა დაათვალიერა და საწარმოს
პროდუქციას ადგილზე გაეცნო.
„ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო“ ქარხანამ 2005 წლიდან თბილისის მეტროს მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაცია დაიწყო, შეიცვალა, როგორც ვაგონების ვიზუალური მხარე, ასევე, გაუმჯობესდა უსაფრთხოების ნორმები, შეიცვალა ვაგონების ინტერიერი.
ამ პერიოდში საწარმოში მოდერნიზებულია 111 ვაგონი, რაც თბილისის მეტროს მთლიანი მოძრავი შემდაგენლობის 70%-ს შეადგენს. მოდერნიზების პროცესი მთლიანად 2013 წლის ბოლოს დასრულდება.
ქარხანა სომხეთში ექსპორტს აწარმოებს. კერძოდ, 2011 წელს ერევნის მეტროს მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შემდეგ, მიმდინარეობს ერევნის მეტროს მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზება.
