ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ 29 სექტემბერს თბილისში მანიფესტაციას გეგმავს
ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ 29 სექტემბერს თბილისში მანიფესტაციას გეგმავს
15:11 21.08.2012
საარჩევნო ბლოკმა „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ თბილისის მერიაში მანიფესტაციის თაობაზე განცხადება შეიტანა.

როგორც „ნიუსპრესს“ კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, ბლოკმა მერიას აცნობა, რომ „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 2012 წლის 29 სექტემბერს 02.00 საათიდან 23.00 საათამდე, თბილისის რამდენიმე ადგილიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით მანიფესტაციას გეგმავს.

„ქართული ოცნების“ ცნობით, მანიფესტაციის მონაწილეები „თავისუფლების მოედანზე“ შეიკრიბებიან. 

ბეჭდვა